ივერიონი / ქალთა ძალადობის თემაზე პარლამენტში სხდომა გაიმართება

ქალთა ძალადობის თემაზე პარლამენტში სხდომა გაიმართება

  ქალების მიმართ ძალადობის პრობლემაზე სხდომის მოწვევას ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი გეგმავს. ეკა ბესელიას თქმით, მოსმენის დანიშვნა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ითხოვეს.

 

  "ჩვენ ვისაუბრებთ პრობლემის მიზეზებსა და ღონისძიებებზე, რომელიც პარლამენტის შესაძლებლობის ფარგლებში შეიძლება დაიგეგმოს", - აღნიშნა ბესელიამ.
  ქალთა ძალადობის თემაზე მოსმენა პარლამენტში 22 ოქტომბერს, 15:00 საათზე გაიმართება.

21-10-2014, 10:28
უკან დაბრუნება