ივერიონი / თინა ხიდაშელი: პრობლემა სოციალური კულტურა და გარემოა, რომელიც ასეთი ტიპის მოქმედებებს ახალისებს!

თინა ხიდაშელი: პრობლემა სოციალური კულტურა და გარემოა, რომელიც ასეთი ტიპის მოქმედებებს ახალისებს!

  უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი სამართალდამცველების უმოქმედობით უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ ქალზე ძალადობის შემთხვევებში პოლიცია ხშირად არ რეაგირებს. მისი თქმით, პრობლემა სოციალურ გარემოშია და მის წინააღმდეგ ბრძოლა "სკოლის სახელმძღვანელოებიდანვე არის დასაწყები". განცხადება ამის შესახებ ხიდაშელმა "იმედის" ეთერში გააკეთა.

  "ბევრი მიზეზია, იმ პოლიციაშიც ისეთივე მამაკაცები მუშაობენ, როგორებიც საზოგადოების სხვა ნაწილში არიან, ვისთვისაც ეს ჩვეულებრივი ამბავია, რომლებმაც ხვალ რომ გაიგონ, რომ მის მეზობელ ქალბატონს შეურაცხყოფს ქმარი, ამაზე უბრალოდ ხუმრობა დაიწყონ, ეს ჩვეულებრივ ამბად მიიჩნიონ.


  ჩვენ ყველა ერთი საზოგადოების წევრები ვართ, ამიტომ ნუ მოვთხოვთ ყველა პოლიციელს იმას, რასაც არ მოვთხოვთ ჩვენი ოჯახის წევრებს, მეზობლებსა და მეგობრებს. მთავარი პრობლემა სოციალური კულტურა და გარემოა, რომელიც ახალისებს ასეთი ტიპის მოქმედებებს. თუ არ ახალისებს, წაყრუებული აქვს და თვლის, რომ ეს მხოლოდ ოჯახის საქმეა,"- განაცხადა ხიდაშელმა.

21-10-2014, 10:33
უკან დაბრუნება