ივერიონი / ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს

ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს

  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, დიდი ოდენობით მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, მოქალაქეები ა. მ., მ. ნ. და ასევე, ეკონომიკის სამინისტროს, სახელმწიფო ქონების აღრიცხვის და პრივატიზების გარდაბნის ტერიტორიული ორგანოს სამმართველოს ყოფილი უფროსი, შ. დ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.

   როგორც საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, გამოძიებამ დაადგინა, რომ ა. მ და მ. ნ, შ. დ-ს დახმარებით, თაღლითურად დაეუფლნენ დიდი ოდენობით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ ეგრეთწოდებულ ხეხილსანერგე მეურნეობის (ივერთუბანი)  ტერიტორიაზე  მდებარე 11.05 ჰექტარ მიწის ნაკვეთებს, რომელთა საერთო ღირებულება,  1 020 850  ლარს  შეადგენს.

 

21-10-2014, 11:44
უკან დაბრუნება