ივერიონი / პატიმარმა თვითმკვლელობა სცადა

პატიმარმა თვითმკვლელობა სცადა

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას ქსნის მე-15 სასჯელარსრულების დაწესებულებაში  მსჯავრდებულის თვითმკვლელობის მცდელობის შესახებ.


ამის შესახებ განცხადება სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.


განცხადებაში ნათქვამია, რომ ქსნის N15 სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების მანქანები, რომელთაც გეგმიური სამედიცინო დახმარების მიზნით გადაჰყავდათ მსჯავრდებულები ი.კ. შესაბამისი პროფილის და დ.ბ. გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში.


შეგახსენებთ, რომ გუშინ 15 პატიმარმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. დღეს კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა პატიმარმა თვითმკვლელობა სცადა. პატიმრები დახმარებაზე უარს აცხადებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

6-11-2012, 12:08
უკან დაბრუნება