ივერიონი / ეკა ბესელია: ყალბები, უპასუხისმგებლოები და მოძალადეები ხართ!

ეკა ბესელია: ყალბები, უპასუხისმგებლოები და მოძალადეები ხართ!

   ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გივი თარგამაძეს თავხედი და უზრდელი უწოდა. მისი თქმით,  გივი თარგამაძე ამ თემაზე არ უნდა ლაპარაკობდეს, რადგან ის იმ ადამიანის თანაგუნდელია, რომელიც პირადი თვითმფრინავით დაფრინავდა. განცხადება ამის შესახებ ბესელიამ გადაცემა "აჩევანში" გააკეთა.

  "ეს უზრდელი და თავხედი ადამიანი. მინდა ვკითხო რა სახსრებით დადიოდა, როდესაც უკრაინაში ლამის ცხოვრობდა? როგორ ხდებოდა მისი და მისი ძმის კომპანიები ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მილიონობით ბრუნვას აჩვენებდა? ვის ხარჯებზე ლაპარაკობს თარგამაძე, როდესაც მთელს ავიაბაზარზე თუ რამე ტენდერები იყო ყველაფერში ჩართული იყავით. დოკუმენტებით საუბარი გინდათ? დევს ეს ყველაფერი და ცოტა ხნის წინ ვისაუბრეთ ამაზე. ვის ხარჯებზე ლაპარაკობთ სააკაშვილის თანაგუნდელი. ამოვიღოთ ჩანაწერები რამდენს ხარჯავდა პირად მზარეულებში, მასაჟისტებში, ერთ გადაფრენაში პირად თვითმფრინავში რამდენს ხარჯავდა? და თქვენ ლაპარაკობთ ირაკლი ღარიბაშვილის ხარჯებზე, რომელმაც მარტო გაერო-ში ვიზიტისას 300 ათასი ლარი დაზოგა. ის არ წავიდა პირადი თვითმფრინავით, როგორც თქვენი საყვარელი პრეზიდენტი დაფრინავდა ხოლმე თავის მეგობრებთან და უამრავ თანმხლებ პირებთან ერთად. წავიდა ჩვეულებრივი თვითმფრინავით და დაზოგა ეს თანხა, რომელიც მთლიანობაში, მთელი იმ დელეგაციის ხარჯს უდრიდა, რომელიც გაღებული იყო. თქვენ ადარებთ ახლა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის პერიოდში ამ მართლაც ღიად, გამჭვირვალედ და ძალიან მაღალი პასუხისმგებლობით მიღებულ გადაწყვეტილებას, მივლინების ხარჯებია ეს თუ სხვა ხარჯებთან დაკავშირებული საკითხები, სააკაშვილის კრიმინალურ ქცევას? რომლის პირადი ქისა იყო სახელმწიფო ბიუჯეტი. ახლა გაგახსენდათ პენსიონერები და მშიერი ადამიანები რომ არსებობენ. ყალბები, უპასუხისმგებლოები და მოძალადეები ხართ," - განაცხადა ბესელიამ.

22-10-2014, 07:28
უკან დაბრუნება