"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი ირმა ინაშვილი ხელისუფლებას და შსს-ს მიმართავს, ფარულ ვიდეოჩანაწერებზე, რომელზეც წინა ხელისუფლების მიერ ნაწამები ხალხია ასახული, გადაიფაროს სახეები და საზოგადოებამ ნახოს ეს კადრები. აღნიშნული განცხადებით ინაშვილმა
"ნაციონალური მოძრაობის" წევრებს გადაცემაში "არჩევანი" მიმართა.
" აჩვენეთ ქართველ ხალხს, რას სჩადიოდა ეს რეჟიმი, რომ არ ჰქონდეთ მერე ასეთი გონორი და ნახოს ეს საერთაშორისო საზოგადოებამ, როგორ აწამებდნენ ადამიანებს ეს ხალხი. "ნავთლუღის სპეცოპერაცია" არ იყო სპეცოპერაცია. ეს იყო ადამიანების მკვლელობა, სპეცოპერაცია ახალაიებმა დაარქვეს.
ეს მწამებლები რომ აქეთ გონორზე გადმოდიან, ეს არის ამ ხელისუფლების დანაშაული. ის, რომ არ მოხდა ამ რეჟიმის სამართლებრივი შეფასება. კიდევ ჩვენ უნდა ვიყოთ თავის მართლების რეჟიმში? სად არის აქ მორალი და ზნეობა? სულ რომ ვენები გადაიჭრათ, არ შეგრჩებათ 150 ბიჭის დახვრეტა ქუჩებში.
"ნაციონალური მოძრაობის" ყველა ლიდერი ჩიკატილოები ხართ. იყო ასეთი პედაგოგი, რომელიც იყო მკვლელი, სადისტი საბჭოთა ეპოქაში და ვერ უმტკიცედნენ, რომ იყო მკვლელი. თქვენ ყველა დაისჯებით!"- განაცხადა ინაშვილმა .