ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეული პრეზიდენტის ვინაობა სავარაუდოდ, მიმდინარე თვის 17 ნოემბრის შემდეგ გახდება ცნობილი. ამის შესახებ განცხადება ნიუ-იორკის ბრენანის სახელობის ადამინის უფლებათა დამცველი ცენტრის ხელმძღვანელმა მაიკლ უოლდმანმა გააკეთა.
უფლებათადამცველებმა განმარტეს, რომ ოთხ სადაო შტატში - კოლორადოში, ოჰაიოში, პენსილვანიასა და ფლორიდაში საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის მიღებული ხმების სხვაობა არ აღწევს გარკვეულ ზღვარს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის შესაბამისად ხმების ხელახალი გადათვლა უნდა ჩატარდეს.
აღსანიშნვია, რომ ხმების დათვლის პროცედურის ვადები ყველა შტატში განსხვავებულია. თუმცა ხმების დათვლის საბოლოო ვადა არ უნდა გადაცილდეს 17 დეკემბერს, რადგან კანონის მიხედვით, საარჩევნო კოლეგია ვალდებულია ქვეყნის ახალი პრეზიდენტი დაასახელოს.