ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი გადაწყვეტილებით, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გია კაკაჩიამ თანამდებობა დატოვა.
მისი თქმით, ნებისმიერი უწყების, მათ შორის, ჯანდაცვის სამინისტროს მუშაობაში არის სხვადასხვა პერიოდები.
"არის პერიოდები რეფორმის, პერიოდები მიღწეულის შენარჩუნების და პერიოდი, ასე ვთქვათ, გადატვირთვის. გამონაკლისი არც ეს არის. საკადრო ცვლილებები ყოველთვის ხდება. მე ვერ ვიტყვი, რომ გია კაკაჩიას შემთხვევაში, კარდინალური და სტრატეგიულად დამანგრეველი ქმედებების გამო დატოვა მან თანამდებობა. უბრალოდ, დგება დრო, როდესაც ადამიანი თავის რესუსს ამოწურავს და ჯობია, რომ მისი კარიერა სხვაგან გაგრძელდეს", - განაცხადა დავით სერგეენკომ.