უწყებათაშორისი კომისიის სხდომის შემდეგ, სადაც ოჯახური ძალადობის პრობლემას განიხილავდნენ, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ სხდომის გადაწყვეტილებით, უწყებებმა სათითაოდ უნდა წარმოადგინონ თავიანთი ხედვა და როლი ამ პრობლემის მოგვარების საკითხში.
"ჩემი და ჯანდაცვის მინისტრის დისკუსია შედგა იმ თემაზე, რომ სოცმუშაკის პროფესია კიდევ უფრო უნდა განვითარდეს, რომ იქ სადაც ოჯახში, წყვილს შორის ურთიერთობებში პოლიცია ვერ ჩაერევა, სოცმუშაკმა შეასრულოს ეს როლი. გადაწყდა ასევე, რომ პოლიცია გახდეს უფრო პროაქტიური", - განცხადა იუსტიციის მინისტრმა.