თბილისის მერიაში ტესტირებას გამოცდების ეროვნული ცენტრი ჩაატარებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
"ჩვენ ტესტირების ჩატარების პროცესი გარეთ გავიტანეთ, მას გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს, იმისთვის, რომ რაიმე სახის კითხვები არ დაისვას. ტესტები ჩვენთან არ მზადდება, ჩვენ ჩართულები არ ვართ ამ საქმეში", - განაცხადა დავით ნარმანიამ.