ივერიონი / მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა აკაკი მინაშვილისგან შეურაცხმყოფელი ტექსტური შეტყობინება მიიღო

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა აკაკი მინაშვილისგან შეურაცხმყოფელი ტექსტური შეტყობინება მიიღო

  მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა აკაკი მინაშვილისგან შეურაცხმყოფელი მოკლე ტექსტური შეტყობინება მიიღო. განცხადებას  ამის შესახებ  თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს.


  "დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩანა ახალაიას და სხვათა მიმართ  განაჩენის სარეზულუციო ნაწილი გამოაცხადა. გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, საქმის განმხილველმა მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა  საქართველოს პარლამენტის წევრ აკაკი მინაშვილისგან მობილურ ტელეფონზე შეურაცხმყოფელი ტექსტური შეტყობინება მიიღო. ასევე, სოციალურ ქსელში კანონმდებლის გამონათქვამები გასცდა ეთიკის საზღვრებს. 


  თბილისის საქალაქო სასამართლო გმობს და სასამართლოს დისკრედიტაციად აფასებს მომხდარ ფაქტს. პარლამენტის წევრი ერთ-ერთი პირველთაგანია, რომელსაც მოეთხოვება სამაგალითო ქცევა და სასამართლოს გადაწყვეტილების პატივისცემა. სასამართლოსთვის კრიტიკა მისაღებია მხოლოდ სამართლებრივ ჩარჩოში და შემდგომ ინსტანციაში გასაჩივრების გზით", - ნათქვამია განცხადებაში.

23-10-2014, 07:12
უკან დაბრუნება