ივერიონი / ხაშურში რკინიგზის მუშები გაიფიცნენ

ხაშურში რკინიგზის მუშები გაიფიცნენ

ვითხოვთ ხელფასების გაზრდას! ამ მოთხოვნით ხაშურში რკინიგზის მუშები გაიფიცენ. ამ ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.


სააგენტოს ინფორმაციით, ხაშურის სავაგანო დეპოს თანამშრომლებს საქართველოს რკინიგზელთა ასოციაციის წევრები შეხვდნენ. ასოციაციის წევრების თქმით, რკინიგზის გარშემო არსებული ვითარების გამო სიტუაცია დაძაბულია, ხოლო ხაშურში ისინი  ამ დაძაბული სიტუაციის განსამუხტად  ჩავიდნენ.


რკინიგზელთა ასოციაციის წევრი ელგუჯა ნუცუბიძე აცხადებს, რომ რკინიგზის ყოფილი მმართველების მხრიდან დეზინფორმაცია ვრცელდება. ის  ყოფილ მმართველებს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს, რადგან, მისი თქმით, მაღალი ხელფასები მხოლოდ ხელმძღვანელ პირებს ჰქონდათ, ხოლო რკინიგზის მუშების ანაზღაურება 300-400 ლარს არ აღემატება.


"ჩვენ სამუშაო შეხვედრა გვქონდა რკინიგზის მუშებთან. პირველ რიგში გვინდა, რომ დაძაბული სიტუაცია მოიხსნას. ვგეგმავთ ასევე იმას, თუ რა უნდა გავაკეთოთ მომავალში. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ხელფასები გაიზარდოს. რა ფორმით გაგრძელდება პროტესტი, ამაზე ვმუშაობთ", – აცხადებს ნუცუბიძე.

6-11-2012, 14:03
უკან დაბრუნება