ივერიონი / საქართველოს მთავრობა ურეკი-შეკვეთილში ტურისტული ინფრასტრუქტურის გაფართოებას გეგმავს

საქართველოს მთავრობა ურეკი-შეკვეთილში ტურისტული ინფრასტრუქტურის გაფართოებას გეგმავს

  მთავრობა ურეკი-შეკვეთილში ტურისტული ინფრასტრუქტურის გაფართოებას გეგმავს, რისთვისაც ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის ქალაქთმშენებლობით დოკუმენტაციას ამზადებს.


  "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის "დ" ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, პროექტირების, კერძოდ, ხერთვისი-ვარძია-ოლოდას კულტურული ლანდშაფტისა და ურეკი-შეკვეთილის ტურისტულ-სარეკრეაციო კომპლექსის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, საკუთარი ასიგნებების ფარგლებში", - აღნიშნულია მთავრობის №1837 განკარგულებაში.

24-10-2014, 10:50
უკან დაბრუნება