საქართველოში ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის განვითარება ქვეყნის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს და საქართველოს მთავრობა ხელს შეუწყობს აღნიშნულ მიმართულების პროექტების წარმატებით განხორციელებას.
ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილესთან ინიტა პავლოვიცასთან შეხვედრისას განაცხადა.
შეხვედრა გაცნობითი ხასიათის გახლდათ. მხარეებმა გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის - ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების მხარდაჭერა საქართველოში, შესახებ ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენელთა მხრიდან გამოითქვა სურვილი, მსგავსი ხასიათის პროექტების განხორციელება მომავალშიც გაგრძელდეს.