საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ინგლისელი დიპლომატის, მთარგმნელისა და მოგზაურის ოლივერ უორდროპის სახელობის სკვერი გახსნეს.
სკვერის გახსნას კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი და ბრიტანეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი ესწრებოდნენ.
"მოხარულები ვართ, რომ სკვერი, რომელიც ოლივერ უორდროპის სახელს ატარებს, სწორედ პარლამენტთან ასეთ ახლო ტერიტორიაზე იხსნება და ამით სამარადჟამოდ უკვდავყოფილი იქნება ოლივერ და მარგარეტ უორდროპების საქართველოში მოღვაწეობა", - განაცხადა უსუფაშვილმა.