ივერიონი / მიხეილ სააკაშვილი:-"უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი უფლებებისთვის და მოვითხოვოთ, რომ ხელისუფლებამ ჩაატაროს რეალური არჩევნები"

მიხეილ სააკაშვილი:-"უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი უფლებებისთვის და მოვითხოვოთ, რომ ხელისუფლებამ ჩაატაროს რეალური არჩევნები"

   მიხეილ სააკაშვილმა "კურიერში" ბრიუსელიდან ჩართვის დროს განაცხადა, რომ დღეს ქვეყანაში სავალალო მდგომარეობაა შექმნილი და ასე გაგრძელება არ შეიძლება. მისი თქმით   საქართველოს მთავრობა არაეფექტურია და მოსახლეობა დაუცველი,  ამიტომ "მშვიდობიანი ბრძოლა" უნდა დაიწყოს, რათა ხელისუფლებამ ჩაატაროს რეალური არჩევნები.

   -"უნდა აიმაღლოს ხალხმა ხმა, რომ არ გაგრძელდეს სტაგნაცია, არ გაიზარდოს კრიმინალი. ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები და ეს უნდა მოითხოვოს საზოგადოებამ. უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი უფლებებისთვის, რა თქმა უნდა, მშვიდობიანად, ახლავე უნდა დავიწყოთ და მოვითხოვოთ, რომ ხელისუფლებამ ჩაატაროს რეალური არჩევნები".

სააკაშვილი პრეზიდენტსა და პრემიერს შორის არსებულ ურთიერთობასაც შეეხო და განაცხადა:

-""ერთ-ერთმა მაღალი რანგის შუააზიელმა დიპლომატმა მითხრა, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში შემოგნატროდით, დღეს უკვე ყველა დაგცინითო,"- განაცხადა სააკაშვილმა და აქვე აღნიშნა, რომ პრეზიდენტსა და პრემიერს შორის არსებული "ძიძგილაობა" ქვეყნისთვის დამღუპველია. ჩვენ გვგონია, რომ პატარა ბავშვების თამაშებია, მაგრამ ამ ყველაფერს აქვს ფასი. სანამ ესენი ერთმანეთში ვერ იყოფენ და ერთმანეთს ეძიძგილავებიან, სახლს აქვს ხანძარი წაკიდებული და ეს სახლი რომ ჩამოინგრევა, ყველას დაგვენგრევა ეს სახლი თავზე," - განაცხადა სააკაშვილმა. "მრცხვენია, როგორ გააბანძეს ეს ქვეყანა".

ექსპრეზიდენტმა აფხაზეთსა და ცხინვალზეც ისაურბა და განაცხადა, რომ საქართველოს კონტროლი ქვეყნის ამ ტერიტორიებზე "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში მოსვლამდეც დაკარგული ჰქონდა.

-""90-იან წლებში საქართველომ დაკარგა კონტროლი ამ ტერიტორიაზე, ხოლო ჩვენ 2008 წელს გადავარჩინეთ ქართული სახელმწიფოებრიობა, როცა პუტინი წამოვიდა თბილისზე. ყველა ამ ტერიტორიაზე ჩვენ კონტროლი დაკარგული გვქონდა 90-იან წლებში. ჩვენ დავიბრუნეთ აჭარა, სამცხე-ჯავახეთი. იქ ვერ შედიოდა ვერცერთი ქართული ოფიციალური პირი, დღეს რომ არ ყოფილიყო ბათუმი, საქართველოს ეკონომიკას დედა არ ეყოლებოდა, ქართული სახელმწიფოებრიობა აღარ იქნებოდა. აფხაზეთი და ცხინვალი ჯერ-ჯერობით არის ოკუპირებული, მაგრამ იმის ლაპარაკი, რომ ჩვენ დავკარგეთ არის უსირცხვილობა."

 

26-10-2014, 05:39
უკან დაბრუნება