ივერიონი / მიხეილ სააკაშვილი:-"ივანიშვილმა გააუქმა საარჩევნო სისტემა, ზევიდან უყურებს ყველაფერს"

მიხეილ სააკაშვილი:-"ივანიშვილმა გააუქმა საარჩევნო სისტემა, ზევიდან უყურებს ყველაფერს"

   მიხეილ სააკაშვილმა "კურიერში" ბრიუსელიდან ჩართვის დროს განაცხადა, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისია, ხოლო ქვეყანა "დაპრივატებული". 

   -"ივანიშვილმა საქართველო დააპრივატა და ქვეყანაში პროვინციული დიქტატურა დამკვირდრა. გაუქმდა კლასიკური პოლიტიკა და ხალხმა ხელისუფლების ნდობა დაკარგა, ივანიშვილმა გააუქმა საარჩევნო სისტემა, ზევიდან უყურებს ყველაფერს, მეტი საქმე არა აქვს, არჩევნებით გადააბაროს ვინმეს ხელისუფლება. ის ამას არ დაუშვებს. იმისათვის, რომ ქვეყანა ამ კრიზისიდან გამოვიდეს, აუცილებელია, მოსახლეობას პოლიტიკოსებმა დაუჭირონ მხარი და არა პირიქით".

   ექსპრეზიდენტის თქმით ბიძინა ივანიშვილი არაფრით ჩამოუვარდება ასლან აბაშიძეს და ვიქტორ იანუკოვიჩს.

   -"სამი ადამიანი მაგონებს ყველაზე მეტად ერთმანეთს, ვისაც შევხვედრილვარ პოლიტიკაში - ასლან აბაშიძე, იანუკოვიჩი და ივანიშვილი გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან ერთმანეთს. სხვადასხვა ზომის არიან, სხვადასხვა გამოეხდვა აქვთ, მაგრამ გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან ერთმანეთს თავის საქციელით, ოპონენტების მიმართ თავისი რეაგირებით. როდესაც აჭარაში შევდიოდით, ასლან აბაშიძემ დავით აღმაშენებელს შემადარა, არა კომპლიმენტის სახით, არამედ ცუდად. იმის წარმოდგენაში ის ლიპარიტ ბაღვაში იყო და მე - დავით აღმაშენებლი".

 

26-10-2014, 05:46
უკან დაბრუნება