ივერიონი / "სიცილის დედოფალი" ქალაქს დაუბრუნდა

"სიცილის დედოფალი" ქალაქს დაუბრუნდა

   თბილისის მერიისა და გლდანის გამგეობის ინიციატივით გლდანში "სიცილის დედოფლის", მზია კვირიკაშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა. მსახიობის საცოხვრებელ სახლთან მემორიალური დაფის გახსნასთან დაკავშირებით ღონისძიებაც გაიმართა.

   "სიცილის დედოფლად" წოდებული მზია კვირიკაშვილი 61 წლის ასაკში, 28 ივლისს, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ის მუხათგვერდის სასაფლაოს პანთეონში დაკრძალეს. 

   მზია კვირიკაშვილი 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მოღვაწეობდა ესტრადაზე, იყო წარმატებული პროექტის - "იუმორინას" ერთ-ერთი ძირითადი მონაწილე და თანაავტორი.

 

26-10-2014, 06:04
უკან დაბრუნება