ივერიონი / "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა

   "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში კოალიციის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესწრებოდა. კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, დღევანდელ სხდომაზე მიმდინარე პოლიტიკურ თემებზე იმსჯელეს. 

   -"პოლიტსაბჭო მუშაობდა ჩვეულ რეჟიმში. რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ. მათ შორის ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ მიმდინარე საკითხები, ასევე ვისაუბრეთ იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც მიღებულ იქნა უსაფრთხოების საბჭოზე და მიზნად ისახავდა პროაქტიური საგარეო პოლიტიკის წარმოებას", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

   პოლიტსაბჭოზე საუბარი შეეხო 27 ოქტომბერსაც - "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლიდან ორი წლის თავს. პრემიერ-მინისტრი სპეციალურ პრესკონფერენციაზე სწორედ ამ ორ წელზე ისაუბრებს.

 

26-10-2014, 06:10
უკან დაბრუნება