"26 მაისის მოვლენების დროს, მე, ჩემი მეუღლე და ჩემი პარტიის წევრები სასტიკად გვცემეს. მე და ჯაბა ხუბუა _ "გაზეთ ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი, შევესწარით ფაქტს, თუ როგორ მოიტანეს 2 გვამი და დააგდეს რუსთაველზე მდებარე მაღაზიის სახურავზე", - ამ განცხადებას ადვოკატი და მაჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდიატი შალვა ხაჭაპურიძე აკეთებს.
ხაჭაპურიძე მთავარგენერალურ პროკურატურას მიმართავს არაერთი დანაშაულის გამოძიების მოთხოვნით, რომელში საქართველოს ყოფილი მთავრობის მაღალჩინოსნები ფიგურირებენ.
"პარლამენტის მე-2 სდომაზე უმცირესობის წევრი გოკა გაბაშვილი გამოვიდა განცხადებით: "ფაქტები, ფაქტები და კიდევ ფაქტები!" მე ვიღებ მის გამოწვევას და დღედან ვიწყებ პროკურატურაში სარჩელების შეტანას კონრეტული ფაქტებით. დღეიდან იწყება სარჩელების ციკლი", - ამბობს შალვა ხაჭაპურიძე და პირველ ფაქტსაც დებს.
შეგახსენებთ, რომ 26 მაისის მოვლებენის დროს რუსთაველზე მდებარე მაღაზიის სახურავზე აღმოჩენილ გვამთან დაკავშირებით, ერი დღის წინ ტელევიზიით გავიდა დოკუმენტური ფილმი, სადაც მაღაზიის მეპატრონე ყვება, თუ რა ზეწოლას ახდნენდნენ მასზე, რათა ამ ფაქტზე არ ესაუბრა.