შალვა ხაჭაპურიძე როლანდ ახალაიას ფოთის ყოფილი მერის დავით ქანთრიას დევნაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ფოთის ყოფილმა მერმა "ვარდების რევოლუციის" შემდეგ თანამდებობდა დატოვა და აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა დაიწყო. სწორედ ამის შემდეგ როლანდ ახალაიამ დაიწყო მისი დევნა.
"დავით ქანთარია ირაკლი ოქრუაშვილის "ქართულ პარტიაში" გაწევრიანდა, რის შემდეგაც დააპატიმრეს. არსებობს მოწმე, ნუგზარ ჯიხაია, რომელიც ამბობს, რომ ის დაიბარა როლანდ ახალაიამ და დაემუქრა: თუ დავით ქანთარიას წინააღმდეგ არ მისცემდა ჩვენებას, დაიჭერდა. ჯიხაიამ არ შეასრულა მისი მითითება და ის, ახალაიამ დაპირებისამებრ დააჭერინა.
ამ ფაქტთან დაკავშირებით შალვა ხაჭაპურიძემ როლანს ახალაიას წინააღმდეგ სარჩელი გენერალურ პროკურატურაში უკვე შეიტანა.