როგორც ორგანიზაცია "ახალგაზრდული ცენტრის" ხელმძღვანელის ზურა ქადაგიძის აცხადებს, 15 ოქტომბერს, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებული აქციის პარალელურად, "ახალგაზრდული ცენტრი" კონტრაქციას გამართავს.
"არ მივცემთ საშუალებას მიხეილ სააკაშვილს, რომ თქვას - ქვეყანაში დაძაბულობაა და ახალგაზრდები უპირისპირდებიან ერთმანეთსო"- განაცხად ქადაგიძემ.
"კონტრაქციას გავმართავთ. ხვალაც ვაპირებთ ერთი აქციის გამართვას, რომელიც იქნება გამაფრთხილებელი, მაგრამ ჩვენ არ გამოვიწვევთ ვითარების დაძაბვას. ეს მათ ინტერესებში შედის და არ მივცემთ საშუალებას მიხეილ სააკაშვილს, რომ თქვას - ქვეყანაში დაძაბულობაა და ახალგაზრდები უპირისპირდებიან ერთმანეთსო. მაქსიმალურად ჩავჯდებით კონსტიტუციის ფარგლებში. მე და ჩემი გუნდი ჩვენს ქმედებებზე პასუხისმგებელი ვართ", - განაცხადა ზურა ქადაგიძემ.