დღეიდან ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების განხორიელებას იწყებს. ამის შესახებ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი დავით დარხველიძე საუბრობს.
მისი თქმით, იმ ოჯახებს, რომლებიც გაფართოების მიზნით შეიჭრნენ ობიექტებში, მოუწევთ თავიანთ ფართებში დაბრუნება, ხოლო უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს სამინისტრო ალტერნატიულ ფართებს შესთავაზებს.
"საქართველოს მთავრობა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო შეწუხებულია დევნილთა მძიმე მდგომარეობით, მაგრამ ამავე დროს, შეშფოთებულია იმ მოვლენებით, რომელიც ბოლო დროს განვითარდა. ამ მოვლენას აქვს უაღრესად ორგანიზებული და მართული ხასიათი. ფიქსირდებიან "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები და ყოფილი კოორდინატორები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში, მართავენ ამ შეჭრებს. ვინც არ დაემორჩილება ჩემს მიერ გამოცხადებულ პროცედურებს, მათ მიმართ გატარებული იქნება სპეციალური ოპერატიული ღონისძიებები", - განაცხადა დავით დარახველიძემ.
შეგახსენებთ, რომ დევნილთა მასობრივი შეჭრა 3 ოქტომბრიდან დაიწყო და ბოლო მონაცემებით, მათ 51 ობიექტი დაიკავეს.