ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში მიმდინარეობს. როგორც ცნობილია სხდომას ესწრებიან გიორგი მარგველაშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი, მდივანი ირინე იმერლიშვილი, მაია ფანჯიკიძე, ალექსი პეტრიაშვილი, პაატა ზაქარეიშვილი. ასევე, პარლამენტის სამი კომიტეტის თავმჯდომარეები: თედო ჯაფარიძე, ირაკლი სესიაშვილი და ვიქტორ დოლიძე.
შეგახსებევთ, რომ უშიშროების საბჭოს დღევანდელი სხდომა აფხაზეთის საკითხს ეთმობა. საუბარია ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ" შეთანხმების მოსალოდნელ გაფორმებაზე.