ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისადმი გარკვეული შეთავაზებები გაკეთდება. განცხადებას ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი აკეთებს.
"იქნება კონკრეტული შეთავაზებები, ღონისძიებები, რომელსაც დროთა განმავლობაში გაახმოვანებენ პრეზიდენტი, მთავრობის წევრები. დაველოდოთ მოვლენებს", - აღნიშნა იმერლიშვილმა.
როგორც იმერლიშვილმა განაცხადა, სხდომაზე ღონისძიებების კოორდინირებულად დაგეგმაზე იმსჯელეს.
"როგორც პრეზიდენტმა, ასევე პრემიერ-მინისტრმა, მინისტრებმა და პარლამენტის წევრებმა განიხილეს აფხაზეთში შექმნილი ვითარება, რაც არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, ასევე იმსჯელეს მომავალში ღონისძიებების კოორდინირებულად დაგეგმვაზე", - განაცხადა ირინა იმერლიშვილმა.