"გამწვავების კოსმიურ პერიოდებს ვიკვლევ. აქ სხვა და უფრო მძიმე ბრძოლაა. თავს შევიკავებ კონკრეტიკისგან", - აღნიშნულ განცხადებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მეუღელ ნათია ფანჯიკიძე facebook-ის საკუთარ გვერდზე აკეთებს.
ნათია ფაბჯიკიძე ამ ფაქტს 8 ნოემბერს დაგეგმილ "თავისუფალი დემოკრატების" ყრილობას უკავშირებს.
"8-ში ირაკლის პარტიის ყრილობაა, 2016 ახლოვდება და სრულიად ბუნებრივია, რომ ნებისმიერ პარტიას მეტი შედეგის მიღება უნდა პარლამენტში. ამიტომაც და სხვა ფაქტების გამოც, სულ არ მიკვირს ყველა მხრიდან ალყის შევიწროება. მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამ დარტყმების სათავეშია დიდი პრობლემა ქვეყნისთვის. ეს ატმოსფერო, ხშირად გაშარჟებამდე მისული, ყველას პრობლემად იქცევა, როგორც ნებისმიერი არაჯანსაღი ატმოსფერო, მაგრამ კიდევ არაუშავს, თუ მხოლოდ პერსონალურ გრძნობებზეა დაფუძნებული, თუნდაც ეს გრძნობები მთლად საღი არ იყოს", - წერს ფანჯიკიძე.