ივერიონი / მარგველაშვილი თანახმაა პუტინს შეხვდეს. რას ფიქრობს პუტინი?

მარგველაშვილი თანახმაა პუტინს შეხვდეს. რას ფიქრობს პუტინი?

    ანასტასია ნოვიკოვა
    საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მზადაა შეხვდეს რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს.
    - მე მზად ვარ შევხვდე რუსეთის პრეზიდენტს, მაგრამ მხოლოდ იმ თემების განსახილველად, რომლებიც საქართველოსა და რუსეთს ეხება. ჩვენ რუსეთს კეთილ-მეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებს ვთავაზობთ, მაგრამ მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აღდგენის პირობით... მზად ვართ ამ საკითხებზე მსჯელობისათვის, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. მან იქვე დაამატა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობაში მწვავე საკითხები არსებობს.
    ორ მეზობელ სახელმწიფოს - რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლად აღიარების შემდეგ გაწყდა. საქართველოს ახალი მთავრობის წარმომადგენლები, რომლებიც ხელისუფლებაში 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მოვიდნენ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას მიჩნევენ.

"კომსომოლსკაია პრავდა" (რუსეთი), 29 ოქტომბერი, 2014 წელი

http://www.kp.ru/online/news/1882675/

 

29-10-2014, 11:33
უკან დაბრუნება