ივერიონი / ლევან ბერძენიშვილი: ეს პროცესი რაც ახლა მიმდინარეობს 2008 წლიდან დაიწყო!

ლევან ბერძენიშვილი: ეს პროცესი რაც ახლა მიმდინარეობს 2008 წლიდან დაიწყო!

  რუსეთის მხრიდან კიდევ უარესი ნაბიჯებია მოსალოდნელი თავდაცვის პრევენციისთვის სახელმწიფოს მსოფლიო დონეზე განგაშის გამოცხადების გზა რჩება. აღნიშნულ განცხადებას დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი აკეთებს.


 "სამწუხაროდ ეს პროცესი ახალი არ არის და განგაში უკვე დიდი ხანია, დაწყებულია. ეს პროცესი რაც ახლა მიმდინარეობს, დაწყებულია 2008 წლიდან. სამწუხაროდ ამ ტერიტორიაზე ჩვენ სიტუაციას ვერ ვაკონტროლებთ. ჩვენ გვრჩება ისევ ის გზა, განგაში მსოფლიო დონეზე და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართვა.

თუ ვინმე გულისხმობს, რომ სხვა გზაც გვაქვს, მაგალითად ღია და დაუფარავი ომი ტანკებით და ასე შემდეგ, ამის საშუალება არ გვაქვს. ნუ მკითხავთ, გვაქვს თუ არა სურვილი, რადგანაც, როცა არ გაქვს საშუალება, იძულებული ხარ სურვილები დაივიწყო,"-ამბობს ბერძენიშვილი.

29-10-2014, 12:39
უკან დაბრუნება