ივერიონი / ლაშა ამირეჯიბი: საეჭვო კადრებს პოლიციის უფროსებად ნიშნავენ

ლაშა ამირეჯიბი: საეჭვო კადრებს პოლიციის უფროსებად ნიშნავენ

სახალხო კრების ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ამირეჯიბის თქმით, შს სამინისტროს რეგიონალური და რაიონული პოლიციის უფროსებად და მოადგილეებად ინიშნებიან შევარდნაძისა და "ნაცმოძრაობის" დროინდელი ისეთი კადრები, რომლებიც წარსულში უშუალოდ მონაწილეობდნენ ან ხელმძღვანელობდნენ ნარკოტიკების უდანაშაულო ადამიანებისთვის ჩადებაში, ადამიანების ცემასა და წამებაში და ფულის გამოძალვაში.


ამ ეტაპზე, ლაშა ამირეჯიბი, იმ რეგიონებსა და რაიონებს ასახელებს, სადაც ამგვარი კადრები უკვე დაინიშნა. კერძოდ, სამცხე-ჯავახეთისა და აჭარის რეგიონული სამმართველოში, მარნეულში, ადიგენში, დაბა აბასთუმანში, ახალქალაქში, გარდაბანსა და ახალციხეში.


იგი მოუწოდებს შს საქმეთა  მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს დეტალურად შეისწავლოს ამ რეგიონებისა და რაიონების პოლიციის ხელმძღვანელთა წარსული და აღკვეთოს იმ პოლიციელთა მაღალ პოსტებზე დანიშვნა, რომლებიც ადრე სერიოზულ დანაშაულში იყვნენ ჩართულნი.


ამირეჯიბი თვლის, რომ ეს ყველაფერი არ შედის შს მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის და არც პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში ასეთი საკადრო პოლიტიკა ეწინააღმდეგება ქართული საზოგადოების ინტერესებსაც.

6-11-2012, 18:10
უკან დაბრუნება