ივერიონი / ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო -კარიბჭე აზიასა და ევროპას შორის რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია!

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო -კარიბჭე აზიასა და ევროპას შორის რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია!

  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმის მონაწილეებს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.

 

  ამ წლის ფორუმის ამბიციური და პროგრესული თემა - "საქართველო - რეგიონალური ცენტრი და კარიბჭე აზიასა და ევროპას შორის", რეგიონის განვითარებისთვის  ძალიან მნიშვნელოვანია. აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებთან საუბრისას განაცხადა. 


  "კეთილი იყოს თქვენი ჩამობრძანება ტურისტულ სამოთხეში, სადაც სასიამოვნო ბიზნეს ატმოსფეროსა და პროდუქტიული შეხვედრების გარდა, ჩემი ქვეყანა გაგაოცებთ თავისი უნიკალური გეოგრაფიით, ისტორიით, კულტურითა და სამზარეულოთი. ამ წლის ფორუმის ამბიციური და პროგრესული თემა - "საქართველო - რეგიონალური ცენტრი და კარიბჭე აზიასა და ევროპას შორის", რეგიონის განვითარებისთვის  ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ, ის ახალი ხედვებისა და იდეების გაცვლის შესაძლებლობას მისცემს, როგორც მთავრობების მაღალი რანგის წარმომადგენლებს, ასევე  ლიდერებს ეკონომიკისა  და ბიზნესის სფეროდან,  აზიიდან და მის ფარგლებს გარეთ.  საქართველოს არჩეული აქვს გზა და სურს, გახდეს ლიდერი, რეგიონული თანამშრომლობისა და  ეკონომიკური პარტნიორობის კუთხით. აღნიშნული კონფერენცია მნიშვნელოვანი ნაბიჯია ამ პროცესში",- განაცხადა ღარიბაშვილმა.

30-10-2014, 10:49
უკან დაბრუნება