სისტემური რეფორმები უნდა დაჩქარდეს. კარგია, რომ სასამართლოს რეფორმა დავიწყეთ, სამართალდამცავ სისტემებში ცვლილებებია, მაგრამ კიდევ წინ უნდა წავიდეთ, რომ ევროპულ სტანდარტებამდე მივიდეთ. აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა
"უნდა დავაჩქაროთ სისტემური რეფორმები. კარგია, რომ თვითმმართველობის რეფორმა დავიწყეთ - ის გასაგრძელებელი და ლოგიკურ დასასრულამდეა მისაყვანი. კარგია, რომ სასამართლოს რეფორმა დავიწყეთ - ესეც გასაგრძელებელია და მეორე ტალღის რეფორმაა ჩასატარებელი. კარგია, რომ სამართლდამცავ სისტემაში სერიოზული ცვლილებებია, მაგრამ კიდევ წინ უნდა წავიდეთ იმისთვის, რომ ევროპულ სტანდარტამდე მივიდეს პროკურატურა, პოლიცია, უშიშროების სამსახურები. კარგია, რომ ბიზნესი და მედია პოლიტიკური ზეწოლისგან გათავისუფლდა, მაგრამ საჭიროა, მედიაც და ბიზნესიც უფრო მეტად იყოს საზოგადოებისა და ხალხის სამსახურში და ეს ჩვენი ამოცანაა. აი, ამ კონკრეტული საკითხების მოგვარებას ვთავაზობთ ჩვენ კოალიციას. შესაბამისად, ჩვენ ვთვლით, რომ დასახულ ამოცანებს ინერციით ვერ გავუმკლავდებით. ყველას გვესმის, რომ საჭიროა წინსვლა და კონკრეტულ მოდელებზე მალე შევთანხმდებით", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.