თავდაცვის სამინისტრო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უწყებაა. განცხადება ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა ირაკლი ალასანიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის თემის კომენტირებისას გააკეთა.
"ეს არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული უწყება, რომლის წარმატებაზეც საუბრობენ NATO-ს გენერალური მდივანი, ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი თანამდებობის პირები და ევროპელი კოლეგები. ამდენად, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი გაირკვეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი გაირკვევა. თავდაცვის სამინისტრომ გამოძიებასთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა, უწყების ხელმძღვანელობა თავდებში უდგება მის თანამშრომლებს. ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს ეს ამბავი, დადებითად გადავწყვეტდი, თუმცა, ბუნებრივია, ეს არის სასამართლოს პრეროგატივა", - განაცხადა პეტრიაშვილმა.