გიორგი დვალი
საქართველო მმართველი კოალიციას დაშლა ემუქრება: "ქართული ოცნებიდან" შეიძლება პარტია "თავისუფალი დემოკრატები" გამოვიდნენ, რომელსაც თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ხელმძღვანელობს. კოალიციიდან გამოსვლის მიზეზი სამხედრო უწყების ორი მაღალჩინოსნის კორუფციაში მხილებასა და მათ დაპატიმრებაში მდგომარეობს. ოპოზიციაში შესაძლო გადასვლაზე გააკეთა მინიშნება რესპუბლიკურმა პარტიამაც... "კომერსანტის" მიერ გამოკითხული ექსპერტების აზრით, "ქართულ ოცნებაში" სკანდალის აგორების შიში აქვთ და ამიტომ შეეცდებიან "პარტნიორებთან თანამშრომლობის ახალი ფორმები გამონახონ".
საინტერესოა, რომ თავდაცვის სამინისტროს ორი მაღალჩინოსნის დაპატიმრება (პროკურატურა მათ 4 მილიონამდე ლარის მითვისებაში ადანაშაულებს) ირაკლი ალასანიას უცხოეთში ვიზიტით ყოფნას დაემთხვა. გარდა ამისა, პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ყრილობამდე რამდენიმე დღე რჩება.
საზოგადოებრივი გამოკითხვების მიხედვით, დღეს ირაკლი ალასანია საქართველოს ყველაზე პოპულარული პოლიტიკური ლიდერია: მისი რეიტინგი 60%-ზე მეტია და ეს მაშინ, როცა ირაკლი ღარიბაშვილის მხოლოდ 54% და ბიძინა ივანიშვილის - 45%. კორუფციულ, სკანდალს ჯერ-ჯერობით ირაკლი ალასანიას რეიტინგზე გავლენა არ მოუხდენია.
თუმცა, თავდაცვის მინისტრის, პოლიტიკური მოწინააღმდეგეები უკვე ალაპარაკდნენ მისი გადადგომის და ან ოპოზიციაში გადასვლის შესახებ. "ალასანია ან ნამდვილად არის გარეული კორუფციაში, ან... მოდით, პირდაპირ ვთქვათ, მასზე პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს", - განაცხადა "ნაციონალმა" დეპუტატმა აკაკი მინაშვილმა. თავდაცვის მინისტრის თანაპარტიელებს მომხდარ ფაქტისადმი ძალიან ფრთხილი დამოკიდებულება აქვთ: "ჩვენ მოვლენებს ყურადღებით ვაკვირდებით და განცხადებას მოგვიანებით გავაკეთებთ", - აღნიშნა ვიქტორ დოლიძემ, დეპუტატმა "თავისუფალი დემოკრატებიდან".
იმავდროულად მთავრობის პოლიტიკისადმი თავისი უკმაყოფილება გამოხატა კოალიციის კიდევ ერთმა წევრმა - რესპუბლიკურმა პარტიამ, რომლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: "ქვეყანაში არსებული პრობლემებს უკვე ნაციონალურ მოძრაობას ვეღარ დავაბრალებთ... კოალიციის წევრებს უფრო ფართო უფლებები უნდა ჰქონდეს სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხებისადმი საკუთარი პოზიციის გამოხატვაში". ამ ორი პარტიის წარმომადგენლებს თავიანთი აზრის გამოხატვისათვის საბაბი სულ მალე ექნებათ: მოსალოდნელია, რომ ისინი მხარს არ დაუჭერენ მთავრობის წინადადებას იმ კანონის ძალაში შესვლის შეჩერებაზე, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სატელეფონო მოსმენების შეზღუდვას ითვალისწინებს.
ქართველი ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ამ საკითხისადმი კენჭისყრა პირველი ნაბიჯი იქნება ახალი კოალიციის შექმნის გზაზე, რომელსაც პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს. თეორიულად დასაშვებია, რომ ამ კოალიციას შეიძლება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც" კი შეუერთდეს. "ჩვენ არ გამოვრიცხავთ თანამშრომლობას პროდასავლურ ძალებთან, ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით", - განაცხადა "კომერსანტთან" საუბარში ამ პარტიის წარმომადგენელმა სერგო რატიანმა.
ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა მრჩეველმა გიორგი ხუხაშვილმა კი "კომერსანტს" არწმუნებდა, რომ არც "რესპუბლიკელები" და არც "თავისუფალი დემოკრატები" კოალიციიდან გამოსვლაში დაინტერესებული არ არიან, რადგან მათ მშვენივრად ესმით - დამოუკიდებლად, ცალ-ცალკე ისინი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ვერ შეძლებენ. მათ თავიანთი უფლებამოსილების გაზრდა სურთ და ამიტომაც "ქარტულ ოცნებას" ერთგვარი ულტიმატუმი წაუყენეს. "პრემიერ-მინისტრის პარტიაში ძალიან ეშინიათ სკანდალისა და ამიტომ ყველაფერს გააკეთებენ თანამოაზრეების კოალიციაში დასატოვებლად", - აღნიშნა გიორგი ხუხასვილმა.
ამ თეზისს ემთხვევა ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძის განცხადებაც, რომლის თანახმად, კოალიციაში "თანამშრომლობის ახალი ფორმების შემუშავების ნორმალური პროცესი მიმდიანრეობს" და შესაბამისად, დაშლაზე საუბარი უადგილოა.
"კომერსანტი" (რუსეთი), 30 ოქტომბერი, 2014 წელი