"საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყო", _ ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ გამართულ საგანგებო პრესკონფერენციაზე მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით ბაჩო ახალაია დღეს, 20:30 საათზდე უწყებაში დაკითხვაზეა დაბარებული. "საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაწყებულია და მიმდინარეობს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე. ბატონ ბაჩანა ახალაიას უკვე გაეგზავნა შეტყობინება, რომ 20.30 საათზე მოწმის სახით დაბარებულია მთავარ პროკურატურაში. როცა მოვა, ის მოწმის სახით დაიკითხება", - აღნიშნა კბილაშვილმა.
კბილაშვილმა დაკითხვის დეტალებს - თუ რას შეეხება საქმე, არ აკონჯკრეტებს, რადგან მისი თქმით, ამ ინფორმაციის გავრცელება აკრძალულია.
"საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით მხოლოდ ის ინფორმაცია შეიძლებოდა ყოფილიყო საჯარო, რაც მოგაწოდეთ", - დასძინა კბილაშვილმა.