გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარიატმა საქართველოს ლტოლვილების მიღებისა და დახმარების გაწევისთვის გამოყოფილი თანხა გაუორმაგა.
ხელშეკრულებაში, რომელიც 2014 წლის იანვარში საქართველოს მთავრობასა და გაეროს-ს ლთოლვილთა უმაღლეს კომისარიატს შორის დაიდო შესწორებები შევიდა. აღნიშნულ განცხადებას განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარი აკეთებს.
"თუ პირველ ხელშეკრულებაში 200 ათას ლარზე მეტი თანხა იყო ჩადებული, რომლითაც გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატი საქართველოს ეხმარებოდა ლტოლვილების მიღებასა და მათთვის დახმარების გაწევაში, ეს თანხა გაორმაგდა და 440 ათას ლარს მიაღწია", - განაცხადა სოზარ სუბარმა.