პრეზიდენტის მიერ მომზადებულ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც, "უშიშროების საბჭო ხდება ის სახელმწიფო ორგანო, სადაც პრეზიდენტი მთავრობასთან და პარლამენტთან ერთად ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებზე მსჯელობს" პარლამენტი უყრის კენჭს. განცხადება ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილმა გაკეთა.
მისი თქმით , პარლამენტარების მიერ გათვალისწინებული იქნა ეს ხედვა და სწორედ უშიშროების საბჭო ხდება ორგანო, სადაც საქართველოს პრეზიდენტი მთავრობასთან, პარლამენტის წარმომადგენლებთან ერთად თათბირობს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მისაღებად
"უშიშროების საბჭოს შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებების ერთ-ერთი ინიციატორი და ავტორი გახლავართ მე, ბატონ ხმალაძესთან და სესიაშვილთან ერთად. მას შემდეგ გავიდა ერთი წელი და ამასობაში საქართველოს პრეზიდენტმა წარმოადგინა თავისი ხედვა, თუ როგორი უნდა იყოს უშიშროების საბჭო და როგორ წარმოუდგენია მისი მუშაობა. პარლამენტარების მიერ გათვალისწინებული იქნა ეს ხედვა და სწორედ უშიშროების საბჭო ხდება ორგანო, სადაც საქართველოს პრეზიდენტი მთავრობასთან, პარლამენტის წარმომადგენლებთან ერთად თათბირობს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მისაღებად," - განაცხადა ირინე იმერლიშვილმა.
ცნობისთვის, უშიშროების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები, პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭოდან გარკვეული ფუნქციების პრემიერთან არსებულ უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოში გადატანასაც ითვალისწინებს. საუბარია უშიშროების კომპონენტზე. ცვლილების მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტთან არსებული საბჭოს ფუნქცია სამხედრო აღმშენებლობისა და თავდაცვის ორგანიზება იქნება.