ივერიონი / დავით უსუფაშვილი: კატეგორიული დასკვნებისგან ყველა პოლიტიკოსმა თავი უნდა შეიკავოს!

დავით უსუფაშვილი: კატეგორიული დასკვნებისგან ყველა პოლიტიკოსმა თავი უნდა შეიკავოს!

  პარლამენტს უნდა მოგვეცეს საშუალება, მივიღოთ გააზრებული გადაწყვეტილება. ყველას უნდა მოვუსმინოთ, მაგრამ გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს. განცახადება ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა  ე.წ. უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით გააკეთა.

 

  უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ კატეგორიული დასკვნებისგან ყველა პოლიტიკოსმა თავი უნდა შეიკავოს.

 "მინდა, მივმართო ყველას გადავდგათ პოლიტიკური ნაბიჯები და მოვიქცეთ ისე, როგორც პოლიტიკოსებს გვეკადრება. მე მგონია, რომ პოლიტიკოსი ეს არის პროფესიონალი, რომელმაც სხვისთვის რაც შეიძლება მისაღებად უნდა გამოთქვას საკუთარი აზრები და შეხედულებები. მე მოგმართავთ, თავი შეიკავოთ კატეგორიული მოსაზრებებისგან და წინასწარ განცხადებული საბოლოო დასკვნებისგან და პოზიციებისგან. ეს ეხება პარლამენტის ყველა წევრს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მთავრობის წარმომადგენლებს და ყველას, ვინც პასუხისმგებელია ამ საქმეზე. პარლამენტს უნდა მოგვეცეს საშუალება, მივიღოთ გააზრებული გადაწყვეტილება. ყველას უნდა მოვუსმინოთ, მაგრამ გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს. ამ თვალსაზრისით არ ვთვლი, რომ პრემიერის დღევანდელი განცხადება საუკეთესო ნიმუში იყო იმისთვის, რომ კონსესუსი მოვძებნოთ, მაგრამ მისიც მესმის, იმიტომ რომ ამ დღეებში გაისმა არაერთი კატეგორიული მოსაზრება. პოლიტიკოსებს და მთავრობის წევრებს დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია და ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რომელიც ხელს შეუშლის სწორი გადაწყვეტილების მიღებას", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

30-10-2014, 21:45
უკან დაბრუნება