ივერიონი / თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს პატიმრობა შეეფარდათ

თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს პატიმრობა შეეფარდათ

 შესყიდვების საქმეზე დაკავებულ თავდაცვის სამინისტროს ხუთივე მაღალჩინოსანს პატიმრობა შეეფარდა.


  ადვოკატ ლაშა სამუშიას თქმით, სასამართლომ არასამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო, რის გამოც საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

  "სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის აბსურდული შუამდგომლობა. სასამართლო პროცესი ყოველგვარი ნორმებიდან იყო ამოვარდნილი, ვინაიდან დაცვის მხარეს არ მიეცა საშუალება თავის პოზიციის დაფიქსირების. პროკურორები თავის აბსურდული პოზიციას 2 საათის განმავლობაში აფიქსირებდნენ, ჩვენ კი 2 წუთი გამოგვიყვეს. მინდა მივმართო შესაბამის ორგანოებს, ჩახედონ ამ საქმეს, ეს არის სამარცვინო, რაც ხდება", -  განაცხადა  ლაშა სამუშიამ

31-10-2014, 08:01
უკან დაბრუნება