ივერიონი / დავით ბერძენიშვილი: პროცესი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს!

დავით ბერძენიშვილი: პროცესი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს!

  ის, რომ ერთი თვე მაინც წამოწია აქეთ პარლამენტის თავმჯდომარემ, ამ შექმნილ ვითარებაში ამასაც რაღაც ფასი აქვს. ასე გამოეხმაურა ფარული მიყურადების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციაზე ე.წ. პასუხისმგებელი პირის განსაზღვრის საკითხის გადავადებას პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნება - რესპუბლიკელების" თავმჯდომარე  დავით ბერძენიშვილი ეხმაურება.

 

  ბერძენიშვილი აღნიშნავს, რომ პროცესი რაც შეიძლება მალე უნდა დამთავრდეს.

"ის, რომ ერთი თვე მაინც წამოწია აქეთ პარლამენტის თავმჯდომარემ, ამ შექმნილ ვთარებაში ამასაც რაღაც ფასი აქვს. ისეთი ვითარება უნდა შეიქმნას, რომ ჩვენ რაც შეიძლება მალე  მივიღოთ სრულყოფილი კანონი და დავამთავროთ ეს პროცესი",-აცხადებს ბერძენიშვილი.

  65 მომხრე, 31 წინააღმდეგი - ამგვარი შედეგით დეპუტატებმა ფარული მიყურადების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციაზე ე.წ. პასუხისმგებელი პირის განსაზღვრის საკითხი გადაავადეს.

31-10-2014, 10:25
უკან დაბრუნება