საქართველო-თურქეთის საზღვარზე სამართალდამცავებმა აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს. საქართველოს შსს აზერბაიჯანის მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. "ივერიონი" ამ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
"საქართველოს ინტერპოლის შუამდგომლობის საფუძველზე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს აზერბაიჯანის მოქალაქე ზემფირა ისმაილოვა, რომელიც აზერბაიჯანის ინტერპოლის მიერ იძებნებოდა ტრეფიკინგის ბრალდებით. დაკავება ქართული მხარის მიერ სარფში საემიგრაციო კონტროლის გავლისას მოხდა, როცა მოქალაქე თურქეთიდან საქართველოში გადმოდიოდა.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს წინასაექსტრადიციო პროცედურები, რომელშიც ჩართულები არიან საქართველოსა და აზერბაიჯანის ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროები".