უკანონო მოსმენებთან დაკაავშირებით საკუთარ პოზიციას აფიქსირებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი მურმან დუმბაძე.
მისი განცხადებით, ის, რომ პრეზიდენტი იყოს, უკანონო მოსმენებთან დაკავშირებით კანონპროექტს ვეტოს დაადებდა. დუმბაძე მიიჩნევს, რომ არ შეიძლება მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰქონდეს წვდომა ფარულ მოსმენებზე.
მურმან დუმბაძე: "უფლებამოსილი პირი არ ვარ, პრეზიდენტს ვუკარნახო, ამ შემთხვევაში რა გააკეთოს, მაგრამ მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ამ კანონს ვეტოს დავადებდი. ასეთი გაორებული ცხოვრება არ შეიძლება. შინაგან საქმეთა სამინისტრო არ უნდა იყოს ერთადერთი ორგანო, რომელიც მიყურადებას ახორციელებს. ძალიან დიდი ალბათობაა, პარლამენტმა ეს ვეტო შემდგომში ვერ დაძლიოს!"