უმრავლესობის დეპუტატის თინათინ ხიდაშელის განცხადებით, პრეზიდენტს არ უთქვამს, რომ კანონპროექტს ვეტო დაადო და აღარ აინტერესებს ხვალიდან რა მოხდება.
ხიდაშელი განმარტავს, რომ მარგველაშვილმა მნიშვნები გამოგზავნა და განმარტა, რომ დეპუტატებს მის მოსაგვარებლად ვადა 1 დეკემბრამდე ეძლევათ.
ხიდაშელი საზოგადოებას ურჩევს თავად აქტი წაიკითხოს.
"მეგობრებო, ვეტოს შესახებ ჟრიამულში იქნებ თავად აქტი წაგვეკითხა.
"ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ინფორმაციის საიდუმლოების დაცვისათვის დადგენილი რეგულაციების სრულფასოვანი ამოქმედებისათვის წესის შესამუშავებლად მიზანშეწონილად მიგვაჩნია განისაზღვროს გონივრული ვადა - არა უგვიანეს 2014 წლის 1 დეკემბრისა. ამასთან, ახალი რეგულაციების მიღების ვადის 2014 წლის 1 დეკემბრამდე განსაზღვრის შემთხვევაში, მათი ამოქმედებაც ასევე უნდა განხორციელდეს გონივრულ ვადებში."
შენიშვნები გამოგზავნა და თქვა რომ 1 დეკემბრამდე მოაგვარეთ ეს საკითხებიო. მორჩა და, უპასუხისმგებლო ვარ და არ მაინტერესბს ხვალიდან რა მოხდებაო, არ უთქვამს პრეზიდენტს.
ასე არ შეიძლება. მნიშვნელოვანი საკითხია, უპრინციპულესი თემაა, და ცოტა აზრიანად რომ მივუდგეთ არა ?!
ვისაც მთლიანად წაკითხვა დაგეზარებათ (არადა კარგი ტექსტია) ბოლო აბზაცი წაიკითხეთ !" წერს თინა ხიდაშელი.