"აბსოლუტურად მივესალმები პრეზიდენტის გადაწყვეტილებას! ეს იყო პოლიტიკურად მომწიფებული და სწორი გადაწყვეტილება!" -აღნიშნული განცხადებით სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტრილებას "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებზე ვეტოს დადების შესახებ გამოეხმაურა.
"საქმე აქამდე არ უნდა მისულიყო და საქართველოს პარლამენტს კეთილი უნდა ენება და მიეღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საქმეს აქამდე არ მიიყვანდა!"- აღნიშნა მაისაიამ.