საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის და ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრის მანანა კობახიძის განცხადებით,მიყურადების შესახებ კანონპროექტს არ ჰქონდა საკმარისი მხარდაჭერა, რათა პრეზიდენტის ვეტო გადაელახა.
"პრობლემა რა თქმა უნდა არის, მაგრამ ეს არის დემოკრატიული პროცესი, ესეთია ურთიერთობა პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის ამ დროისთვის და ვნახოთ. მას უფლება ჰქონდა ეს ვეტო გამოეყენებინა და გამოიყენა. ჩვენ ვალდებული ვართ განვიხილოთ, ან გავიზიაროთ, ან არა", - განაცხადა მანანა კობახიძემ.