მთავრობას პრეზიდენტსა და პარლამენტს დაბალანსებული ურთიერთობა აქვთ და ერთმანეთს აძლიერებენ.განცხადება ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გადაცემა "რეაქციაში" გააკეთა.
მისი განცხადებით, არცერთი უფლება არც პრეზიდენტს, არც მთავრობას და არც პარლამენტს არ ჩამოერთმევა.
"პრეზიდენტს, მთავრობას და პარლამენტს დღეს აქვს დაბალანსებული ურთიერთობა. ახალი კონსტიტუციის ფარგლებში ჩვენ ვართ ნორმალურ, კონსტრუქციულ ურთიერთობაში. ეს არის მუშა პროცესი. არცერთი უფლება არც პრეზიდენტს, არც მთავრობას, არც პარლამენტს არ ჩამორთმევია, პირიქით, ჩვენ ერთმანეთს ვაძლიერებთ, მაგრამ ყველამ უნდა ვისწავლოთ ჩვენს ფარგლებში მოქმედება,"- განაცხადა ღარიბაშვილმა.