ივერიონი / მაია მიმინოშვილი: არცერთ ორგანიზაციას და უწყებას ჩვენს დავალებებზე წვდომა არ ჰქონიათ!

მაია მიმინოშვილი: არცერთ ორგანიზაციას და უწყებას ჩვენს დავალებებზე წვდომა არ ჰქონიათ!

   ყველა ტესტი და ტესტური დავალება, მისი შინაარსობრივი და ორგანიზაციული ნაწილი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ .

მომზადდა. არნიშნულ განცხადებას გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი აკეთებს.

 

  მისი თქმით, აბსურდულია მოსაზრება, თითქოსშედგენილ ტესტებზე მერიის თანამშრომლებს მიუწვდებოდა ხელი.


  "ხაზგასამით მინდა აღვნიშნო, ყველა ტესტი და ტესტური დავალება, ანუ მისი შინაარსობრივი და ორგანიზაციული ნაწილი, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ მომზადდა. ტესტური დავალებების კონფიდენციალურობასთან დაკავშირებით სრულ პასუხისმგებლობას გამოცდების ეროვნული ცენტრი იღებს. არცერთ ორგანიზაციას და უწყებას, მათ შორის არც მერიას, ჩვენს დავალებებზე წვდომა არ ჰქონიათ", - განაცხადა მიმინოშვილმა.

1-11-2014, 12:52
უკან დაბრუნება