ივერიონი / ალექსანდრე მარგიშვილი: ჩვენმა ოპონენტებმა ტყუილები კარგად მოიფიქრონ!

ალექსანდრე მარგიშვილი: ჩვენმა ოპონენტებმა ტყუილები კარგად მოიფიქრონ!

    მერიის მოხელეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე ალექსანდრე მარგიშვილი გავრცელებული გავრცელებულ ინფორმაციას,

რომ თითქოს მერიის თანამშრომლებს ტესტებზე წვდომის საშუალება ჰქონდათ  აბსურდი უწოდა. რის დამადასტურებლადაც ორი ვერსია გაააჟღერა.


  "ორი მიზეზი შემიძლია გითხრათ, რომ მსგავსი განცხადებები აბსურდია. პირველი  - ამ ტესტებს გამოცდების ეროვნული ცენტრი ამზადებს და ისინი ისეთი ტექნოლოგიით მზადდება, რომ მათზე არც მერიის და არც სხვა უწყებების წარმომადგენლებს არანაირი წვდომა არ აქვთ. მეორე კი ისაა, რომ ერთი მხრივ, ჩვენ ცილს გვწამებენ, თითქოს მერიის თანამშრომლების სამსახურიდან გაშვება გვინდა და ამავდროულად გვეუბნებიან, თანამშრომლებს ტესტებს წინასწარ ვურიგებთ. ასე რომ, ჩამოყალიბდნენ ჩვენი ოპონენტები და კარგად მოიფიქრონ ტყუილები", - განაცხადა მარგიშვილმა.


  მარგიშვილის განცხადებით, აპლიკანტებს, რომლებიც ტესტებს ვერ ჩააბარებენ, ამავე ფორმატის ტესტირების მეორედ გავლის საშუალება აღარ ექნებათ.

   "რაც შეეხება გასაჩივრებას, ის ორ ეტაპად განხორციელდება. პირველი - უშუალოდ ტესტირების ტექნოლოგიებთან, სავარაუდო პასუხების სისწორესთან, პროცესის მიმდინარეობასთან და პასუხებთან დაკავშირებით გასაჩივრება შესაძლებელია გამოცდების ეროვნულ ცენტრში. იმ შემთხვევაში, თუ აპლიკანტის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შემდეგი ეტაპი არის მერიაში გასაჩივრების შესაძლებლობა. საჩივრების განხილვისთვის ჩვენ ერთ კვირაზე მეტს ვიტოვებთ და შემდეგ დავიწყებთ გასაუბრებას", - განაცხადა მარგიშვილმა.

1-11-2014, 13:17
უკან დაბრუნება