ის რომ დღევანდელი მოდელი არ ომგვწონს პარლამებტს, ამაზე მეტყველებს ის, რომ არ მივიღეთ ის რეგულაციები, რაც ამას სამუდამოდ დააკანონმნებდა. განცხადებას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა კომუნიკაციების შესახებ ცვლილებებზე გააკეთა.
მისი განცხადებით, საქართველოს პარლამენტი მხარს არ დაუჭერს დღევანდელ მოდელს, არც ძველი ხელისუფლების მიერ დაკანონებულ სისტემას, რომლის მიხედვითაც ფარულ მოსმენებს შსს განაგებდა.
"ის, რომ დღევანდელი მოდელი არ მოგვწონს პარლამენტს, (ანუ ის, რომ მხოლოდ შსს-შია ეს ყველაფერი თავმოყრილი) ამაზე მეტყველებს ის, რომ არ მივიღეთ იმ ტიპის რეგულაციები, რომელიც ამას სამუდამოდ დააკანონებდა.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" მემკვიდრეობით დაგვიტოვა სრულიად მახინჯი სისტემა, როდესაც მთელი ეს ინფორმაცია უკონტროლოდ შედიოდა და ინახებოდა შსს-ში და იქ ნებისმიერ პირს შეეძლო მოესმინა რაც უნდოდა, ყოველგვარი ნებართვის გარეშე. ჩვენ ეს სისტემა გავაუქმეთ.
რაც შეეხება მეორე "გასაღებს", სად იქნება ამას არ აქვს მნიშვნელობა, მნიშვნელოვანია ის, რომ იმ სისტემას ჰქონდეს ნდობა,"- განაცხადა უსუფაშვილმა.