ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ყალბი ფულის დამზადება-გასაღების ფაქტზე ხუთი მოქალაქე - ვლადიმერ ჩხიკვაძე, გაგა ჩხიკვაძე, შალვა ჩხიკვაძე, თეონა კილაძე და მაკა ტყაბლაძე დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები კომპიუტერული ტექნიკით, სკანერით, საღებავებითა და სხვა საშუალებებით ახდენდნენ დიდი ოდენობით ყალბი 100 ლარიანი კუპიურების დამზადებას, რასაც შემდგომში საქართველოს ტერიტორიაზე, სხვადასხვა ქალაქში არსებულ სავაჭრო ობიექტებში ასაღებდნენ.
დანაშაულებრივ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.