საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი გენერალი გიორგი კალანდაძე გამთენიისას 5:20 წუთზე მთავარი პროკურორის თანდასწრებით დააპატიმრეს. ამის შესახებ განცხადება იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკთა.
მისი თქმით, გენერალს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედება, რაც სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, დაკავებამ მშვიდ ვითარებაში ჩაირა.
,,ადგილზე გიორგი კალანდაძის დაკითხვა არ მომხდარა, მოხდა უბრალოდ მისი დაკავება და პირადი ჩხრეკა. მას ორჯერ მიეცა განმეორებით წინადადება, რომ გამოეძახა დამსწრეები პირადი ჩხრეკის დროს, რაზეც მან უარი განაცხადა,"- განაცხადა თეა წულუკიანმა.
თეა წულიკიანის განცხადებით, დაკავების შემდეგ კალანდაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვენეს.